პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს გაერკვიათ თუ რამდენადად აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მარხვის არ შენახვა და არის თუ არა მარხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგანაც მოსწავლეები გაერკვევიან საკუთარი ორგანიზმის აგებულებაში, დაადგენენ თუ რა ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. გაიგებენ მარხვის არსს. გაკვეთილი ჩატარდება ინტეგრირებულად – რელიგიასთან.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ირგვლივ მყოფთა შორის რამდენი ფიქრობს, მარხვა ჯანმრთელობას ვნებს? რამდენი მოსწავლე ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს? მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმაციის კვლევის–ძიების, თანამშრომლობის უნარებს.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1– 2 კვირა.
მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები თავიანთ შეგროვებულ ინფორმაციებს აგროვებენ და შეაქვთ ცხრილში, შემდეგ წარადგენენ პრეზენტაციის სახით. ასევე მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან სლაიდებს და აცნობენ აუდიტორიას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, ფანქარი, კომპიუტერი, პრინტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა.
2. მონაცემების მოიპოვება და ანალიზი.
3. მონაცემთა წარდგენა ცხრილებისა და სლაიდების სახით.
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები | საქმიანობის გაწერა დროში | საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები | |
1 | ფუნქციების განაწილება დაჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა | 7.07. | ზენაიშვილი ანი, ჩხაიძე თამარ, გუმბერიძე მარი, ტაკიძე ლალი, რუსიძე რეზო, სანაძე მამუკა, მექვაბიშვილი ზურა. | ზენაიშვილი ანი, სდანაძე მამუკა. | საკანცელარიო ნივთები, |
2 | მონაცემთა მოპოვება და ანალიზი | 10.07.–17.07. | აბრამიშვილი მარი, პაპავა გოჩა, ხუხუნაიშვილი ვერა, ლომაძე ზურა. | პაპავა გოჩა, ლომაძე ზურა. | საკანცელააარიო ნივთები |
3 | მოინაცემთა წარდგენა | 20.07. | ზენაიშვილი ანი | ჩხაიძე თამარ | კომპიუტერი, შეგროვებული ინფორმაციები |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება.
კვლ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ, მოსწავლე:
- აყალიბებს კვლევის მიზანს; გამოთქვამს მოსაზრებას/ვარაუდს.
- არჩევს მონაცემებს მოპოვების გზებს.
კვლ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. იყენებს სხვადასხვა ხერხს. (დიაგრამებს, ცხრილებს, სიებს.)
პროექტის ხელმძღვანელი (მასაწავლებელი): ნათია სიხარულიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий